Mobirise
Mobirise

სამოთხეს აქვს ადგილი დედამიწაზე!


სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი კასტელო მარე მდებარეობს ციხისძირში, სულ რაღაც 17 კილომეტრის მოშორებით ბათუმიდან. აქ ზღვა, ცა და აჭარის ბუნება ქმნის დასვენებისთვის უნიკალურ გარემოს.

ჩვენ დაგეხმარებით იდეალური დასვენების, საქმიანი შეხვედრების თუ დღესასწაულების დაგეგმვაში.
ნება დაგვრთეთ გაგაცნოთ ეს საოცარი ადგილი რათა ყოველ მომდევნო წელს დაბრუნდეთ ჩვენთან.

Mobirise

"ვიქტორია"

7 სართულიანი შენობა სვეტებით და საათით მდებარეობს კლდეზე, ციხისძირში. აქ არის 33 მაღალი კლასის ნომერი დაყოფილი 7 სხვადასხვა კატეგორიად, ხოლო ქვემოთა სართულებზე მდებარეობას "ოტიუმ სპა", გასართობი ცენტრი "ალეგრა", ლობი ბარი "ბიტი", რომელიც მუშაობს 24 საათის მანძილზე.

Mobirise

"დიანა"

53 დიდი ნომერი 47 კვადრატული მეტრიდან, 5 სხვადასხვა კატეგორიის ოთახები გადანაწილებულია 9 სართულზე, ემსახურება პანორამული ლიფტი. კორპუსში წარმოდგენილია ორსართულიანი ნომრები, ორი და მეტ ოთახიანი ლუქსები დიდი აივნებით, ტერასით და ხედით ზღვაზე, ვიქტორიას კლდეზე და ულამაზეს ყურეზე.

Mobirise

"ალბა"

23 მყუდრო ოთახი. მათ შორის ოთხი ოროთახიანი ნათელი ოთახით და განცალკევებული საძინებლით. კორპუსის უკან მდებარეობს ტროპიკული ბაღი მანდარინებით და საუკუნოვანი ხეებით. პანორამული ლიფტი, ხედი ზღვაზე აივნიდან, ბაღი და ბათუმი.

Mobirise

ვილა "აფროდიტა"

თვალწარმტაც ბუნებაში, ბამბუკის კორომებით, ზღვით და კლდით გარშემორტყმული ორსართულიანი ვილა, დიდი მისაღებით და 2 საძინებლით, აივნით და ტერასით. ემსახურება ლიფტი. ინტერიერი საზღვაო სტილში.

Mobirise

შეგიძლიათ დატკბეთ არქიტექტურით და მყუდრო გარემოთი, ზღვის ხედით პანორამული აუზიდან, ტერასიდან. ესტუმროთ მრავალფუნქციურ ოტიუმ სპას და გასართობ ცენტრს ბოულინგით. გაირუჯოთ თითქმის ცარიელ პლიაჟზე, სადაც ეშვება ლიფტი.

განთავსება

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი კასტელო მარე გთავაზობთ - 110 ნომერს წარმოდგენილს 9 კატეგორიად: სტანდარტულიდან - საპრეზიდენტო ლუქსამდე.
ჩვენს საიტზე თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და დაჯავშნოთ ნომერი 
ყველაზე კარგ ფასად შუამავლების გარეშე.

მარტივია შეარჩიოთ ვარიანტები წყვილისთვის ან დიდი ოჯახისთვის, მაგალითად აირჩიოთ ორსართულიანი დუპლექსის ტიპის სუპერიორ ოთახი კორპუს დიანაში - პირველსართულზე მისაღები ოთახით და აივნით,ხოლო მეორე სართულზე მყუდრო საძინებლით ან შეგიძლიათ განმარტოვდეთ ვილა აფროდიტაში,რომელსაც თავისი პერსონალური ლიფტი ემსახურება.
მიუხედავად ოთახის კატეგორიებისა, ყველა ნომრიდან იშლება განუმეორებელი ხედი ზღვაზე და ბუნებაზე.

როგორ შევარჩიოთ ნომრის კატეგორია, რომელ კორპუსშია ნომერი?
 გთხოვთ გაეცანით ჩვენს შეთავაზებას და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ოთახის კატეგორია ქვემოთ ცხრილში.

ნომრის კატეგორიებიკორპუსისულ
1. Standard room Alba
სტანდარტული ნომერი "ალბა", 27 кв.м
"ალბა"23 ნომერი
2. Standard room sea view
სტანდარტული ნომერი ზღვის ხედით, 37 кв.м
"დიანა",
"ვიქტორია"
37 ნომერი
3. Superior Diana ( Duplex & Triplex, Honeymoon )
სუპერიორ ნომრები (დუპლექსი)
"დიანა"14 ნომერი
4. Panorama Suite
პანორამა სუითი
"დიანა"17 ნომერი
5. Premium Suite
პრემიუმ სუითი 
"დიანა",
"ვიქტორია"
14 ნომერი
6. 2 bedroom Diana ( Junior)
ჯუნიორ სუითი
"დიანა"2 ნომერი
7. Grand Royal Suite
გრანდ როიალი
"ვიქტორია"1 ნომერი
8. Villa Aphrodite
ვილა აფროდიტა
ვილა "აფროდიტა"1
9. Presidential Suite
საპრეზიდენტო ლუქსი
"ვიქტორია"1 ნომერი
Mobirise

კვება

კასტელო მარეში თქვენ არ დაგჭირდებათ მოიმარაგოთ ფუნთუშები, ხილი და მოამზადოთ ბუტერბროდები ოთახში სადილზე ან ვახშამზე. გარდა მრავალფეროვანი შვედური მაგიდისა საუზმეზე მუშაობს 7 ობიექტი, სადაც მზადდება საუკეთესო ქართული და ევროპული კერძები. განსაკუთრებული პოპულარობით ჩვენს სტუმრებში სარგებლობს რესტორანი "პალმა პავილონი".

მრავალფეროვნების ძიებაში არ მოგიწევთ წახვიდეთ ქალაქში, სასტუმროსგან 2 ნაბიჯში არის თევზის რესტორანი, თვალწარმტაც ფიჭვნარში, სადაც ახალი ზღვის თევზი მზადდება გრილზე. გვაქვს ბარი "ბიტი" და ბარი გასართობ ცენტრში საუკეთესო ყავით, ხილით და ახლადდაწურული ფრეშებით, კოქტეილებითა და ნამცხვრებით. ხოლო აუზზე და სანაპიროზე მუშაობს ბარი გამაგრილებელი სასმელებითა და ნაყინით. სადღესასწაულო წვეულებებისთვის გახსნილია დიდი რესტორანი საკონფერენეციო დარბაზთან 200 ადამიანზე. ყველა პროდუქტი და სასმელი არის ახალი და ნატურალური, მომზადების პროცესი კი ყოველთვის მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დაცვით. 

Mobirise
გემრიელად მიირთვით!

გჭირდებათ კვების სპეციალური რაციონი? გსურთ რაიმე გააუმჯობესოთ, დაჯავშნოთ მაგიდა, გამოგვიგზავნოთ რეცეპტი განსხვავებული კერძის, შემოგვჩივლოთ ან შეგვაქოთ? გამოგვიგზავნეთ წერილი* და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია!

*ფორმის შევსებით და ღილაკზე „ გაგზავნა “ დაჭერით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

Mobirise

'"ვისვენებდით ოქტომბერში, როცა მაღალი ტურისტული სეზონი დასრულდა. სასიამოვნოდ გასაკვირი იყო კარგი შვედური მაგიდა და რესტორნის მენიუ საკმაოდ მისაღებ ფასებში. არ მგონია რომ ვინმემ შეძლოს საზარეულოზე ცუდი კომენტარის გაკეთება. ხორცი და თევზი კარგად მომზადებულია. ყველი, ხილი, რძის პროდუქტები - გამორჩეულია! ფანტასტიური ცომეული და ტკბილეული. მოგვეწონა ტირამისუ პალმა პავილიონში. ქართული და ევროპული ღვინის მდიდარი არჩევანი, მრავალფეროვანი სასმელები და დესერტები.
რა თქმა უნდა 7 დღე არ იყო საკმარისი ყველაფრის გასასინჯად, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით აქ."

ოლგა , რუსეთი, ეკატერნბურგი, 2018 წლის ოქტომბერი

Mobirise

ოტიუმ სპა კომპლექსი წარმოადგენს უნიკალურ გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მრავალფეროვანი ცხელი ზონა, ფიტნეს დარბაზი, დახურული და ღია უსასრულო აუზი.
მასაჟი და ჰიდროთერაპია, კოსმეტოლოგია, სხეულისა და სახის მოვლის პროგრამები, ფიზიოთერაპია და სილამაზის სალონის მომსახურებები.


საკმარისია რამოდენიმე საათის გატარება ოტიუმ სპაში, რათა დიდი ხნის მანძილზე ასხივებდეთ ენერგიას! პროფესიონალი მასაჟისტები, კოსმეტოლოგები, თერაპევტები და სტილისტები, დაგეხმარებათ ყველაზე ეფექტურად გადაჭრათ ჭარბ წონასთან, ცელულიტთან, დეტოქსიკაციასთან, სახისა და სხეულის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები. ისინი ზრუნავენ თითოეული სტუმრის გონებისა და სხეულის რელაქსაციაზე, სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

ოტიუმ სპას სტუმრებისთვის

Mobirise

ვიზიტი სილამაზის სალონში

თმის აღმდგენი პროცედურები, რომელშიც გამოიყენება პრემიუმ კლასის
კოსმეტიკური საშუალებები. მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენს ბუტიკში.

Mobirise

ინდივიდუალური პროგრამები

სახის მოვლა ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ფრანგული ბრენდის თალასოს პროდუქცია და აპარატი Skin karma ულტრაბგერითი პილინგისთვის. უნემსო მეზოთერაპია სახის, დეკოლტესა და ხელის მტევნებისთვის.

Mobirise

მასაჟის 10-ზე მეტი სახეობა

კლასიკური, სარელაქსაციო (არომათერაპია), ბამბუკის, თაფლის, ანტიცელულიტური, სამკურნალო (ოსტეოქონდროზი), ზურგის, ხელისა და ფეხის, თავის მასაჟი ქაფით და სხვა.

ცხელ ზონაში განთავსებულია:
- ფინური საუნა
- მცენარეული არომასაუნა
- ევკალიპტის და რომაული ორთქლის ოთახი
- კონტრასტული შხაპი და ყინულის გორა
- დიდი ჯაკუზი
- ფეხის თერმოკონტრასტული აბაზანები


ოტიუმ სპას მოსასვენებელ სივრცეში შეძლებთ, სრულად განტვირთვას.


ოტიუმ სპა გთავაზობთ გაცილებით მეტს:
წყლის პროცედურებზე, ინდივიდუალურად შერჩეული კვების რაციონსა და ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებულ 20-ზე მეტ გამაჯანსაღებელ და დეტოქს პროგრამას.


კურსის ხანგრძლივობა:

7- 14 დღემდე 

და ეს ყველაფერი არ არის!

წონისა და კანის კოსმეტიკური დეფექტის კორექციისთვის:

- სპა კაფსულას 16 პროგრამა და სხეულის
   შეფუთვის პროცედურები
- ზღვის მინერალური თერაპია მაგნიუმითა და

   კალციუმით
- ლიპოსაქცია ოპერაციის გარეშე
- ულტრაბგერითი კავიტაცია
- სილუეტის ვაკუუმური კორექცია
- სხეულის პილინგი
- RF – ლიფტინგი


შედეგი: კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსის აღდგენა, წონის შემცირება, მინერალიზაცია, დეტოქსიკაცია და რელაქსაცია. იმუნიტეტის გაძლიერება, კანის გაუმჯობესება.

ოპტიმალური კურსი : 7 დღე

სრულყოფილი ეფექტისთვის: 10-14 დღე

აქციები და სპეციალური შეთავაზებები

Mobirise

ფოტოსესია

კასტელო მარეში !

გადაიღეთ რომანტიული ფოტო საინტერესო რაკურსებით. აუჩქარებლად, ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. ისარგებლეთ სილამაზის სალონის მომსახურებით., აირჩიეთ საუკეთესო დრო და განათება. გადაიღეთ სასტუმროს შიდა პერიმეტრზე. დაგეგმეთ უბრალოდ ფოტოსესია! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: 
reservations@castellomare.com 
ხოლო თუ თქვენ გადაწყვიტავთ რომ დაგვიტოვოთ საუკეთესო ფოტოები ჩვენი გალერიისთვის შეძლებთ მიიღოთ სპეციალური შეთავაზება განთავსებაზე ან ერთჯერადი 20%-იანი ფასდაკლება ჩვენს რესტორანში და ბარებში ფოტოსესიის მონაწილეთათვის.

მომსახურებები

კასტელო მარე არ არის მხოლოდ დასასვენებელი კომპლექსი.
კონფერენციები, პრეზენტაციები, ფურშეტი და საქმიანი შეხვედრები,
 ქორწილები და დაბადების დღეები.

დაგეგმე ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა და განახორციელე ჩვენთან ერთად
ჩვენთან უფრო ეფექტური და დაუვიწყარი იქნება.

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაუმკლავდება ნებისმიერ დავალებას.

სპექტაკლები, ტელე შოუ, მოდის ჩვენებები, კინოსეანსები, კონცერტები და გამოსვლები.
შეუძლებელი არაფერია. 

Mobirise

საკონფერენციო 200 ადამიანზე

300 კვ. მ და 200 დასაჯდომი ადგილი ამფითეატრით, კარგი აკუსტიკით და ყველა ადგილიდან კარგი ხედით, განათებით და აუდიო აპარატურით, ხმის პულტით, სათარჯიმნო ჯიხურით, საგრიმიორო ოთახით, ვიდეოპროქტორით და ეკრანით 6 მეტრის დიაგონალზე, wi-fi. ერთი გასასვლელი საკონფერენციოდან გადის რესტორანში სადაც შეძლებთ მოაწყოთ ფურშეტი. მეორე გასასვლელი კი არის საკონფერენციოს ფოიეში.

Mobirise

დიდი რესტორანი

სადღესასწაულო რესტორანი, მიმდებარე საკონფერენციოთი. მოსახერხებელია ღონისძიებების ჩასატარებლად, ფურშეტისთვის და დღესასწაულებისტვის წელიწადის ნებისმიერ დროს.

Mobirise

ფოიე 

საკონფერენცი დარბაზის და რესტორნის წინ არის დიდი სივრცე გამოფენებისთვის და პრეზენტაციისთვის. განათებული ვიტრაჟი, რბილი ჰოლის ავეჯი ქმნიან მყუდრო გარემოს, ხოლო სტუმრებისკენ გასასვლელი დახრილი კიბე არავის დარჩება შეუმჩნეველი.

Mobirise

2 შეხვედრების ოთახი

42 კვ. მეტრის მოცულობის შეხვედრის ოთახები 25 ადამიანზე აღჭურვილია პროექტორით და ეკრანით. ოთახები არის ხმის იზოლაციით, გათბობა-გაგრილებით და wi-fi-ით, საოფისე ტექნიკით და ყველა საჭირო აღჭურვილობით საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად. ერთ სივრცეში რესტორანთან და საკონფერენციოსთან.

Mobirise

განსხვავებული სივრცე

პარტნიორების და სტუმრების გაკვირვება შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღწერილით არამედ გარემოთი. დიდი ტერასები, პანორამული აუზი, ლობი ბარი და საპრეზიდენტო ოთახიც კი შეიძლება გახდეს ღონისძიებების ჩასატარებელ ადგილად.

Mobirise

არა მხოლოდ ბიზნესი

სასტუმროში არის 4 ბილიკიანი ბოულინგი, ბარი და ლაზერული ტირი, ბილიარდი. ცოცხალი მუსიკა, კარაოკე და გასართობი პროგრამა, რომელიც გახდება წვეულების ნაწილი თუმცა ხელს არ შეუშლის დანარცენ სტუმრებს.

 კასტელო მარეს ირჩევენ

წარმატებული ღონისძიებები ჩაატარეს მსოფლიოსთვის ცნობილმა ორგანიზაციებმა დიდი მოთხოვნებითა და სტანდარტებით. 
დაგვიკავშირდით, რომ განვახორციელოთ ახალი იდეები, გავუკეთოთ ორგანიზება და ჩავატაროთ ღონისძიება. 

ქორწილი კასტელო მარეში

Mobirise

შექმნათ ახალი ოჯახი და მოიწვიოთ სტუმრები* განსაცვიფრებელ გარემოცვაში ციხისძირის ბუნებაში უკვე არ არის აუსრულებელი ოცნება. მათთვის ვინც აირჩია ქორწილისთვის, ბანკეტისთვის და ფოტოსესიისთვის სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი კასტელო მარე - ღია ტერასები, ბაღი და ბამბუკის ტყე, როტონდა კლდეზე, ლიფტი და საოცარი ხედები კომპლექსის ყველა ადგილიდან. აქ იზრუნებენ სიძის, პატარძლის და მათი სტუმრების კომფორტზე, დაგეხმარებიან დღესასწაულის გაფორმებაში, მოამზადებენ საყვარელ კერძებს და სადღესასწაულო ტორტს. თუ ახლადდაქორწინებულები გადაწყვეტენ დარჩნენ ციხისძირში, მაშინ ოტიუმ სპა და მყუდრო ნომერი ახალდაორწინებულებისთვის პირადი საუნით კორპუს დიანაში იქნება საუკეთესო არჩევანი. 

*სადღესასწაულო მაგიდა 100 ადამიანზე რესტორანში - "პალმა პავილიონი " 85 ლარიდან 1 ადამიანზე სასმელების ჩათვლით.

Mobirise
მისამართი 

Tsikhisdziri, Kobuleti, 6200, Ajara, Georgia

კონტაქტი

Email:  info@castellomare.com
reservations@castellomare.com  

ტელეფონი

+995 422 21 28 28 

© Copyright 2019 Castello Mare Hotel & Wellness Resort - ყველა უფლება დაცულია
დიზაინი Nodelman.ru