• slidebg1
    Heaven has a place on the earth
    Welcome to Castello Mare
    Hotel and Landscape
  • slidebg1
    Heaven has a place on the earth
    Welcome to Castello Mare
    Hotel and Landscape
  • slidebg1
    Heaven has a place on the earth
    Welcome to Castello Mare
    Hotel and Landscape

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი კასტელო მარე

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე“ ციხისძირის ტერიტორიის ტროპიკულ ნაწილში, ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით. შავი ზღვის სანაპიროზე ეს ადგილი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია, როგორც ციხისძირის კურორტი, რადგან აქ 1991 წელს დიდი პოპულარობით სარგებლობდა სანატორიუმი „ნაუკა“, რომელიც იგივე ადგილას იყო განთავსებული სადაც დღეს „კასტელო მარეა“.

მიუხედავად ამისა, ამ ადგილის განვითარების ისტორია სათავეს იღებს მე-20 საუკუნიდან, როცა ამ კლდოვან ადგილას აშენდა პირველი განსხვავებული შენობა, “Castello Mare” კი მისი სილამაზის გამო დაერქვა, რაც იტალიურად ნიშნავს „ საზღვაო ციხე-კოშკს“ ან „ ციხესიმაგრეს ზღვაზე“. 100 წლის შემდეგ, კი ეს ციხე-კოშკი მეორეჯერ „დაიბადა“, არა როგორც უბრალოდ ძველი კოშკი არამედ სულ ახალი „კასტელო მარე“ რომანტიული სასახლე რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. დღესდღეისობით, კომპლექსი შედგება 90 ოთახისგან და სხვადასხვანაირი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო საშუალებებისგან. სტუმრებისთვის წარმოდგენილია ოთახების რვა კატეგორია. კომპლექსს აქვს შიდა და გარე აუზები, სპა, რესტორანი, კაფე ბარი ტერასაზე ისევე როგორც სანაპიროზე.

კორპორატიული ღონისძიებებისთის არის სამი საკონფერენციო დარბაზის გამოყენების საშუალება: დიდი საკონფერენციო დარბაზი – 200 ადამიანზე და ორი პატარა საკონფერენციო ოთახი – 20 ადამიანზე. კომპლექსი ასევე გთავაზობთ მრავალ საშუალებას საგარეო აქტივობებისთვისა და სპორტისთვის, როგორებიც არის ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, ბილიარდის ოთახი, ბოულინგი, ლაზერული სროლა და ყვინთვის სკოლა. ზამთარსა და გაზაფხულზე სასტუმრო გთავაზობთ ტრანსპორტირების დაგეგმვას აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებზე. არსებობს ტრანსპორტირების ბევრნაირი საშუალება და ექსკურსიის სერვისები სტუმრებისთვის. სანაპიროზე ჩასვლა არის შესაძლებელი პანორამული, თანამედროვე ლიფტით.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
  • კორპუსი
  • ნომრების კატეგორია
  • საკონფერენციო დარბაზი
  • სასტუმრო ოთახი
  • ღია ბარი
  • ადგილი რესტორანში
  • სპა პროცედურა
  • საცურაო აუზი
  • პარკირების ადგილი
  • ადგილიანი გასართობი ცენტრი

კურორტის მახასიათებლები

სიმაღლე ზღვის დონიდან: 50 მ. რელიეფი: მთაგორიანი. კლიმატი:ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 - 10 C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20 - 28 C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2732 მმ. ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200-2300 სთ. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები.

 დაბრუნება
ზევით
Free WordPress Themes, Free Android Games