Villa Aphrodite

ზღვასთან ახლოს გაშენებული Villa Aphrodite სტუმრებს პატარა პლაჟითა და პანორამული ლიფტით ანებივრებს, რომელსაც ზღვის სანაპირომდე ჩაყავხართ. ვილის ირგვლივ მოწყობილ კიბეებით კი ბამბუკის ხეებს შორის შეგიძლიათ სეირნობა.

2-სართულიანი ვილის ფართობი 175 მ2 შეადგენს და 6 ადამიანამდე იტევს. მეორე სართულზე ორი საძინებელია მოწყობილი, ხოლო პირველ სართულზე მისაღები ოთახი, რომელიც დეკორაციების წყალობით გემის კაიუტას მოგაგონებთ. აქვეა მოწყობილი პატარა სამზარეულოც. ვილა პანორამული ტერასითაა გარშემორტყმული, რაც 3600 ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

Villa Aphrodite ყველაზე განცალკევებული და რომანტიკული ადგილია კასტელო მარეს კომპლექსში შემავალი შენობება-ნაგებობებიდან.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

номер
номер
номер
номер
номер