Junior Suite Diana

Junior Suite Diana-ს 200 მ2-კმდე სივრცე და ზღვის ხედები წარუშლელ შთაბეჭდილებებს გპირდებათ - შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩამავალი მზის ხედებით ტერასიდან სანამ ჩაის, ყავას, ან ადგილობრივ ღვინოს მიირთმევთ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად. ნომერში ე.წ. King ან Twin საწოლიანი ორი საძინებელია. ასევე, შესაძლებელია 2 საწოლის დამატება. ნომერი ჯამში 4-6 ადამიანს იტევს და შესანიშნავი არჩევანია მეგობრების ჯგუფისა და ოჯახებისთვის.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

номер
номер
номер