მასაჟი

ბამბუკის მასაჟი 

აღწერილობა: მასაჟის დროს გამოიყენება ბამბუკის ჯოხები და ეთერზეთები.

შედეგი: აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას და კუნთოვან დაძაბულობას. გათავისუფლებთ სტრესისგან, აუმჯობესებს ძილს და ამაღლებს იმუნიტეტს. განსაკუთრებით ეფექტურია ჭარბ წონასთან და ცელულიტთან საბრძოლველად.

 

კლასიკური მასაჟი 

აღწერილობა: მასაჟში ჩართულია სხეულის ყველა კუნთი.

შედეგი: იხსნება დაძაბულობა და სტრესი.უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია და ორგანიზმში მიმდინარე რეგენერაციული პროცესები.

 

სარელაქსაციო მასაჟი (არომათერაპია) 

აღწერილობა: მასაჟი სრულდება არომატული ზეთებით.

შედეგი: ეფექტურია სხეულის და გონების ღრმა რელაქსაციისთვის; გათავისუფლებთ უარყოფითი ემოციისგან, კუნთოვანი დაძაბულობისა და სპაზმისგან.

 

ანტიცელულიტური მასაჟი 

აღწერილობა: ინტენსიურად მუშავდება პრობლემური ზონები.

შედეგად: მცირდება ცხიმოვანი ფენა, ცელულიტი. ორგანიზმი თავისუფლდება შლაკებისგან,უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი; ხელს უწყობს სხეულის ფორმების კორექციას და სიმკვრივეს.

რეკომენდირებულია: სხეულის შეხვევებთან, ჰიდროთერაპიის პროცედურებთან ერთად, დღეგამოშვებით ან ლოკალურად ყოველდღიურად, 7-15 პროცედურა მაქსიმალური ეფექტისთვის.

 

მასაჟი თაფლით (კლასიკური) 

აღწერილობა: მასაჟში გამოიყენება ქართული თაფლი.

შედეგი: თაფლს გამოჰყავს ტოქსინები და შლაკები ორგანიზმიდან, შლის ცელულიტის ფენას, კვებავს და ამკვრივებს კანს, კანი ხდება ბევრად უფრო ნაზი და ხავერდოვანი.

 

სამკურნალო მასაჟი (ოსტეოქონდროზი) 

აღწერილობა: მუშავდება ზურგის კუნთები სამკურნალო მალამოს გამოყენებით.

შედეგი: განამტკიცებს კუნთოვან კორსეტს, აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთოვან დაძაბულობასა და სპაზმს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

რეკომენდირებულია: 7-10 პროცედურა სრულყოფილი ეფექტის მისაღწევად.


ფასები

კლასიკური მასაჟი (მთლიანი სხეული) 50 წთ. 120 ₾
სარელაქსაციო მასაჟი (არომათერაპია) 50 წთ. 110 ₾
ბამბუკის მასაჟი 40 წთ. 100 ₾
მასაჟი თაფლით (კლასიკური) 50 წთ. 150 ₾
ანტიცელულიტური მასაჟი 50 წთ. 100 ₾
სამკურნალო მასაჟი (ოსტეოქონდროზი) 30 წთ. 100 ₾
ზურგის მასაჟი 25 წთ. 70 ₾
ხელის ან ფეხის მასაჟი 25 წთ. 50 ₾
სახისა და დეკოლტეს მასაჟი 25 წთ. 60 ₾
თავის მასაჟი ქაფით 20 წთ. 50 ₾