ჰიდროთერაპია

ჰიდრომასაჟი (წყალქვეშა მასაჟი) 

აღწერილობა: სპეციალისტი წყლის ჭავლით ზემოქმედებს სხეულის პრობლემურ ზონებზე.

შედეგი: ძალიან სწრაფად ხდება ცხიმოვანი ქსოვილის და ცელულიტის დაშლა, სხეულის ფორმების კორექცია, კანის სიმკვრივის და ელასტიურობის აღდგენა. აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მოტორიკას. ხსნის ფეხის კუნთოვან დაძაბულობასა და შეშუპებას.

რეკომენდებულია: ჰიდრომასაჟის შემდეგ სარელაქსაციო მასაჟი (არომათერაპია) ან მცენარეული საუნა. სპეციალისტის რეკომენდაციით. დღეგამოშვებით. 

 

შარკოს , ვიშის ან ცირკულარული შხაპი 

აღწერილობა: მასაჟის დროს გამოიყენება წყლის ჭავლი.

შედეგი: უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლისა და ლიმფის მოძრაობა, ორგანიზმი თავისუფლდება შლაკებისაგან. იხსნება ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია და ნევროზები. გამოიყენება ესტეთიური და სამკურნალო დანიშნულებით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რეაბილიტაციისთვის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ, ორსულობის (მშობიარობის) შემდგომ პერიოდში სხეულის ფორმების კორექციისთვის.

რეკომენდირებულია: ორმაგად ეფექტურია სხეულის შეხვევის ან/და სპა კაფსულის პროცედურების შემდეგ.


ფასები

ჰიდრომასაჟი (წყალქვეშა მასაჟი) 20 წთ. 80 ₾
შარკოს, ვიშის ან ცირკულარული შხაპი 5/10 წთ. 20/25 ₾