ჩვენ შესახებ

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი კასტელო მარე კურორტ ციხისძირზეა გაშენებული, სადაც მშვიდი, სასიამოვნო გარემო გელით. საქართველოს საზაფხულო დედაქალაქი ბათუმი, რომელიც გართობის უამრავ საშუალებას გთავაზობთ, 17 კილომეტრითაა დაშორებული ციხისძირიდან. კურორტი ჯერ კიდევ 100 წლის წინ პოპულარული ადგილი იყო საზაფხულო თავგადასავლებისათვის, საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ პოპულარული სანატორიუმიც მდებარეობდა.

2016 წლიდან სასტუმრო კასტელო მარე სტუმრებს რელაქსაციისა და ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევის უალტერნატივო საშუალებას სთავაზობს.

სასტუმროში არსებული ინფრასტრუქურა, კეთილ მოწყობილი ბაღები, კერძო პლაჟის ზოლი, სპა პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი, საცურაო აუზები, საკონფერენციო ოთახები და გასართობი საშუალებები ნებისმიერი ტიპის დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

სასტუმროს კომპლექსში სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე შედის, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს. ოთახები 17 კატეგორიად იყოფა და თითოეული კატეგორია განსაკუთრებული კომფორტითა და საუცხოო ხედებით გამოირჩევა. სასტუმროს ირგვლივ არსებული ხელუხლებელი ბუნება და უკიდეგანო ჰორიზონტი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე.

კასტელო მარე ასევე შესანიშნავი ადგილია საქმიანი და კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვისათვის. აქ ყველაფერია შეხვედრების, ღონისძიებების და კონფერენციების წარმატებულად ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, საქმესთან ერთად არც საქმის შემდგომი გართობა და დასვენება უნდა დავივიწყოთ, რაზეც კასტელო მარეში აქტიურად ზრუნავენ.

სასტუმროში არსებული გარემოსა და მისი უნიკალური ადგილმდებარეობის წყალობით კასტელო მარე ასევე მიმზიდველი ადგილი გახდა საქორწილო ღონისძიებების ჩასატარებლად თუ უბრალოდ ფოტო-სესიების მოსაწყობად.

powered shindi