დაჯავშნა
ჩვენ შესახებ

სუბტროპიკულ მცენარეებსა და შავ ზღვას შორის სიმწვანეში ჩაფლული კასტელო მარე თავის სტუმრებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და ყველა იმ პირობით, რომელიც საჭიროა თქვენი სიამოვნებისა და კომფორტისთვის.

ზღვისა და ბუნების ხედები, გარემო, რომელიც უმცირეს დეტალებსაც კი ითვალისწინებს, გასართობი და გამაჯანსაღებელი აქტივობების ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ იდეალური დასვენება, საქმიანი შეხვედრები თუ მნიშვნელოვანი დღესასწაულების ზეიმი.

ვრცლად
სპა ცენტრი
ზღვის ხედი
დახურული და ღია აუზი
გალერეა
ყველა ოთახი
Accessible Suite
Garden Suite Victoria
Panorama Suite Victoria
Panorama Corner Suite
Premium Suite Victoria
Business Suite Victoria
Grand Royal Suite
Presidential
Standard Diana
Premium Diana
Honeymoon Suite Diana
Family Suite Diana Duplex
Junior Suite Diana
Triplex Diana
Standard Twin Alba
Premium Alba
Junior Suite Alba
Villa Aphrodite

პირველ სართულზე მდებარე Accessible Suite ღია ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი, რაც მას შესანიშნავ არჩევნად აქცევს მყუდრო და წყნარი დასვენების მსურველთათვის. აქ გელით საძიენებელი ოთახი ორკაციანი საწოლით, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, საწოლის ტუმბა, ტელევიზორი და მისაღები ოთახი დივნით, ორი სავარძლითა და ყავის მაგიდით.

ყველა ოთახის მსგავსად, Accessible Suite აღჭურვილია კონდიციონერით და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

Garden Suites გთავაზობთ ორკაციან კომფორტულ საწოლებს ორ სხვადასხვა ვარიაციაში ე.წ. Twin და King. თქვენი სასიამოვნო დასვენებისთვის 58 მ2 ოთახში გელით რბილი საწოლი და გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი ფერადი დეტალებით. აივნის ნაცვლად ტერასაზე აქ პატარა ბაღი დაგხვდებათ მაგიდითა და სკამებით. აქ განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის თბილი საღამოების გატარება, ზღვისა და თოლიების ხმა კი ატმოსფეროს რომანტიკულს იერს სძენს.

ყველა ოთახის მსგავსად, Panorama Corner Suite აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

Panorama Suite სახელს ნამდვილად ამართლებს - ოთახის დიდი ფანჯრებიდან საოცარი ხედები იშლება. ამ ოთახის სტუმრებს ასევე შეუძლიათ მოზრდილი ტერასიდან ზღვის ხედით დატკბნენ. მათთვის, ვინც მარტო ან საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობს ეს იდეალური არჩევანია - ორკაციანი კომფორტული საწოლი, საწოლის ტუმბა, საწერი მაგიდა, ტელევიზორი, დასაჯდომი სივრცე მბრუნავი სკამებით და მრგვალი ყავის მაგიდა.

ყველა ოთახის მსგავსად, 45 მ2 Panorama Suite აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, თმის ფენი, ყავისა და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

მუდამ მზიანი Panorama Corner Suite ზღვის საუცხოო ხედებს გთავაზობთ მყუდრო აივნიდან და აბაზანიდანაც კი შხაპის მიღებისას თქვენს თვალწინ მთელი ზღვაა გადაშლილი! რთულია განტვირთვისთვის უკეთესი საშუალების წარმოდგენა.

ოთახებში განლაგებულია კომფორტული ორკაციანი საწოლები (ე.წ. double ან twin) თავისი ტუმბებით, ყავის მაგიდები, მბრუნავი სავარძლები და ტელევიზორები.

ყველა ოთახის მსგავსად, Panorama Corner Suite აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

Panorama Corner Suite არაჩვეულებრივი არჩევანია როგორც წყვილებისათვის, ასევე მარტო მოგზაურთათვის.

62 მ2 ელეგანტური Premium Suite ვიქტორია შედგება საძინებლისაგან, სადაც ორკაციანი საწოლია განთავსებული და კომფორტული სავარძლითა და სავარძლებით აღჭურვილი მისაღები ოთახისგან. ფართო ნახევრადწრიული აივნიდან საუცხოო ზღვის ხედი იშლება. ამავე ხედით ტკბობა სააბაზანოს ფანჯრიდანაც შეგიძლიათ.

ყველა ოთახის მსგავსად, Premium Suite აღჭურვილია კონდიციონერით და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, საწოლის ტუმბები, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

კორპუსი ვიქტორიას პირველ სართულზე განთავსებული Business Suite იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც საქმიანი მიზნით მოგზაურობს - აქ მარტივად შეგიძლიათ მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში გააერთიანოთ. 93 მ2 ნომერში შედის საძიენებელი, მოზრდილი სამუშაო სივრცე და ორი სააბაზანო.

ოთახში მომცრო ზომის მრგვალი მაგიდა, სავარძლები, მანათობელი სარკეებით აღჭურვილი ჩაშენებული კარადა, საწოლის ტუმბა და ტელევიზორია. ცალკე სივრცეში განთავსებული მაგიდა და სკამები იდეალურია მუშაობისა და შეხვედრების გამართვისთვის. ყველა ოთახის მსგავსად, Business Suite აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა,მინიბარი და სეიფი.

207 მ2 Grand Royal Suite-ში დარჩენისას თავს ადვილად იგრძნობთ მეფედ ან დედოფლად. აქ ყველაფერი მოწყობილია ფუფუნებით და კომფორტულად დასვენებისათვის: მისაღები ოთახი დიდი სივრცით, გრანდიოზული საძინებელი ვებერთელა საწოლითა და ტუმბებით, ცალკე გამოყოფილი ოთახი გარდერობისათვის, ჭერში ჩაშენებული ტელევიზორი, მოზრდილი პირადი ტერასა და უზარმაზარი ჯაკუზი ზღვის ხედით.

ყველა ოთახის მსგავსად, Grand Royal Suite აღჭურვილია კონდიციონერით და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

სტანდარტული ნომრების დაჯავშნა ორ ე.წ. King და Twin ვარიაციაშია შესაძლებელი. ოთახის საკმაოდ დიდი სივრცე აერთიანებს მინიმალისტურ დიზაინს, ძილისა და სამუშაო სივრცესა და ზღვის ხედებს - მათთვის, ვინც მარტო ან წყვილთან ერთად მოგზაურობას და უბრალოებასა და კომფორტს აფასებს, ეს იდეალური არჩევანია.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ოთახში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

პრემიუმ ნომრები საძინებელთან ერთად ცალკე მისაღებ ოთახს გთავაზობთ. მათი დაჯავშნა ორ ე.წ. King და Twin ვარიაციაშია შესაძლებელი. აივანიდან არაჩვეულებრივი ზღვის ხედი იშლება, რომლით ტკბობა აქვე განლაგებული სკამებიდან შეგიძლიათ. აქ თავს ძალიან მყუდროდ და მშვიდად იგრძნობთ.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

თაფლობის თვე გამორჩეულ ატმოსფეროს მოითხოვს - სწორედ ამიტომ ახალშეუღლებულ წყვილს 75 მ2 Honeymoon Suite ნომერში განსაკუთრებულ საწოლთან ერთად საუკეთესო ხედები ელის ყველა ფანჯრიდან.

ასეთ განსაკუთრებულ დღეებში შეიძლება ოთახის დატოვების სურვილი არც კი გაგიჩნდეთ, ამიტომ, თქვენი კომფორტისთვის ნომერში პირადი საუნაც დაგხვდებათ.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

თუკი ოჯახთან ერთად დასვენებას გადაწყევტთ Family Suite იდეალური არჩევანია. აქ ყველაფერი დაგხვდებათ იმისათვის, რომ თქვენმა ოჯახმა თავი კომოფრტულად იგრძნოს - ნომერი ორსართულიანი დუპლექსია და მისი ფართობი თითქმის 62 მ2 შეადგენს. აქ გემოვნებით მოწყობილი საძინებელი ორკაციანი ე.წ. King საწოლით, საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, მისაღები ოთახი, სამუშაო სივრცე, უზარმაზარი სააბაზანო და აივანი დაგხვდებათ. ასევე, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაიმატოთ ორი ე.წ. twin საწოლები.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თმის ფენით, ყავის და ჩაის მოწყობილობით, მინიბარითა და სეიფით.

Junior Suite Diana-ს 200 მ2-კმდე სივრცე და ზღვის ხედები წარუშლელ შთაბეჭდილებებს გპირდებათ - შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩამავალი მზის ხედებით ტერასიდან სანამ ჩაის, ყავას, ან ადგილობრივ ღვინოს მიირთმევთ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად. ნომერში ე.წ. King ან Twin საწოლიანი ორი საძინებელია. ასევე, შესაძლებელია 2 საწოლის დამატება. ნომერი ჯამში 4-6 ადამიანს იტევს და შესანიშნავი არჩევანია მეგობრების ჯგუფისა და ოჯახებისთვის.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

დიდ ჯგუფთან ერთად მგზავრობისას არჩევანი შეგიძლიათ Triplex ტიპის ნომერზე შეაჩეროთ. სამსართულიანი ნომერი რამდენიმე სივრცედაა დაყოფილი: მისაღები ოთახად დიდი სავარძელით, კომფორტულად აღჭურვილი ორი საძიენებელი, იზოლირებული სააბაზანოები და სამზარეულო. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ მოითხოვოთ საწოლის დამატება.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

გენიალურობა სიმარტივეშია: მყუფრო ნომერი ე.წ. Twin ან King საწოლით და ცალკე გამოყოფილი შესასვლელით ზღვისა და ბაღის ულამაზეს ხედებთან ერთად, ყველაფერს გთავაზობთ რაც თქვენი კომფორტისთვისაა საჭირო. ალბა კორპუსის სტუმრები განსაკუთრებით არიან განებივრებულები სასიამოვნო, სუფთა ჰაერითაც.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

პრემიუმ ოთახები, სტანდარტულზე მეტ სივრცესა და შავი ზღვის შესანიშნავ ხედებს გთავაზობთ. ორკაციანი საწოლი ე.წ. twin ვარიაციაში იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც საქმიანი მოგზუარობისას ოთახის გაზიარება სურს. ალბა კორპუსის სტუმრები განსაკუთრებით არიან განებივრებულები სასიამოვნო, სუფთა ჰაერითაც.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

Junior Suite Alba კარგი არჩევანია ოჯახით დასვენების მსურველთათვის - მინიმალისტური დიზაინი, კომფორტული ავეჯი, სამუშაო სივრცე, ორკაციანი საწოლი და მისაღები ოთახი, სადაც სურვილი შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი საწოლების მოთხოვნა. ალბა კორპუსის სტუმრები განსაკუთრებით არიან განებივრებულები სასიამოვნო, სუფთა ჰაერითაც.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

ზღვასთან ახლოს გაშენებული Villa Aphrodite სტუმრებს პატარა პლაჟითა და პანორამული ლიფტით ანებივრებს, რომელსაც ზღვის სანაპირომდე ჩაყავხართ. ვილის ირგვლივ მოწყობილ კიბეებით კი ბამბუკის ხეებს შორის შეგიძლიათ სეირნობა.

2-სართულიანი ვილის ფართობი 175 მ2 შეადგენს და 6 ადამიანამდე იტევს. მეორე სართულზე ორი საძინებელია მოწყობილი, ხოლო პირველ სართულზე მისაღები ოთახი, რომელიც დეკორაციების წყალობით გემის კაიუტას მოგაგონებთ. აქვეა მოწყობილი პატარა სამზარეულოც. ვილა პანორამული ტერასითაა გარშემორტყმული, რაც 3600 ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

Villa Aphrodite ყველაზე განცალკევებული და რომანტიკული ადგილია კასტელო მარეს კომპლექსში შემავალი შენობება-ნაგებობებიდან.

ყველა ოთახის მსგავსად, ნომერი აღჭურვილია კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით. ნომერში ასევე მოიპოვება საწოლის ტუმბოები, ჩაშენებული კარადა მანათობელი სარკეებით, ტელევიზორი, თმის ფენი, ყავის და ჩაის მოწყობილობა, მინიბარი და სეიფი.

ყველა შეთავაზებები
17 მაისი, 2018
offer 1 (GE)
read more
დაგვიკავშირდით
ტელეფონი
ელ-ფოსტა
მისამართი
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
powered shindi